თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში

ფესტივალი

ფესტივალი თბილისში 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარების და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას. ფესტივალის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO) და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანია კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საერთაშორისო დონეზე ინოვაციურ სახელოვნებო პრაქტიკაზე და მრავალფეროვან პრეზენტაციის ფორმებზე დისკურსის გაფართოებით.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. წლის განმავლობაში ფესტივალი რეგულარულად ახორციელებს თანამედროვე ცეკვისა და ქორეოგრაფიის საგანმანათლებლო აქტივობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მასტერკლასების, ვოქშოფებისა და საზაფხულო სკოლების სახით, სადაც ადგილობრივ დამწყებ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს საშუალება ეძლევათ, გაიზიარონ აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო პედაგოგებისა და პროფესიონალების გამოცდილება. ყოველწლიურად, ივნისის პირველ ნახევარში თბილისში ფესტივალი წარადგენს თანამედროვე ცეკვის პროგრამას, სადაც ფართო საზოგადოებას საერთაშორისო თანამედროვე საცეკვაო დასების წარმოდგენებთან ერთად საშუალება ეძლევა დაესწროს სამხრეთკავკასიელი ახალგაზრდა ქორეოგრაფების წარმოდგენებს.

პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიაში სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ.

 

ვრცლად
არტურ ლუარტის მასტერკლასი თანამედროვე ცეკვის ტექნიკაში
06 დეკემბერი

არტურ ლუარტის მასტერკლასი თანამედროვე ცეკვის ტექნიკაში.

მასტერკლასი მოიცავს კლასიკური და თანამედროვე ცეკვის ფუნდამენტურ ელემენტებს.

ის შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა იატაკთან მუშაობა, დინამიკა, სხვადასხვა თანამედროვე ცეკვის ტექნიკური ელემენტები და მათ ქორეოგრაფიულ ფაზებად დაჯგუფება, მუშაობა სივრცესთან და ენეგრგიასთან მიმართებაში და სხვა.


მასტერკლასები ჩატარდება 7-დან 9 დეკემბრის ჩათვლით ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.
13:00-15:00 სთ.


არტურ ლუარტი სწავლობდა ბრაზილიაში, ქ. კურტიბაში გუაიარას ცეკვისა და თეატრის სკოლაში (1999-2005). 2006 წელს ის მიიღეს რუდრა ბეჟარის სკოლა-სახელოსნოში. 2007 წლიდან არტური იწყებს თანამშრომლობას ბეჟარის ბალეტთან ქ. ლოზანაში (შვეიცარია) მორის ბეჟარის ხელმძღვანელობით. 2010 წელს ის მიიწვიეს ინგლისის ეროვნულ ბალეტში. არტური ასევე მუშაობს, როგორც მიწვეული მოცეკვავე ისეთ დასებთან, როგორებიცაა ფლანდრიის სამეფო ბალეტი და რინის ოპერა და ბალეტი.

 


მასტერკლასი იმართება საქართველოს ფრანგულის ინსტიტუტის (Iნსტიტუტ Fრანცაის Dე Gეორგიე) დაფინანსებით.
ფესტივალის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში.