თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში
გალა - ჟერომ ბელი

12-13 სექტემბერი, 20:00 სთ.

ქორეოგრაფი და კონცეფციის ავტორი: რ. ბ ჟერომ ბელი (პარიზი, საფრანგეთი)

ხანგრძლივობა: 90 წუთი

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მისამართი: დ. აღმაშენებლის #101/1 

 


გალა ცეკვის მიმართ განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. მოყვარულებთან ჩატარებული ვორქშოფების გამოცდილებიდან გამომდინარე ჟერომ ბელმა შექმნა სამოგზაუროდ მარტივი დრეკადი ჩარჩო, რომელიც ფორმათა დიდ მრავალფეროვნებას აძლევს განვითარების საშუალებას. მას სურდა, ეს ფორმატი ყველანაირი გაქანების არაპროფესიონალთათვის გაეხადა ხელმისაწვდომი და მიეცა მათთვის შესაძლებლობა, ყველაფერი გაეცათ, პროექტი კი თავის საკუთრებად ექციათ. ამისათვის მან თეატრალური გამოცდილების ყველაზე “საერთო სივრცე” შეარჩია: გალა - სადღესასწაულო ჯგუფური ღონისძიება, წლის ბოლოს გამართული შოუები და მოყვარულთა წარმოდგენები. ამის შემდეგ მან სხვადასხვა სტილისა და ამბის ფრაგმენტების გასაერთიანებლად ჟანრს სახე უცვალა და შექმნა საფუძველი ცეკვისთვის, რომელსაც არ ექნებოდა “რაიმე განსაკუთრებული თვისება” და გარეთ სხეულისა და ხმისთვის დამახასიათებელ ყველა უნიკალურ შესაძლო ურთიერთობას გამოიტანდა. რა ძალა გვაცეკვებს? როგორ შეიძლება ვუყუროთ მყიფე და არამყარ ცეკვას და თავი შეიკავოთ მისი “კარგადაა შესრულებული” ან “ცუდია” შეფასებებისგან?

 

შედეგად ნაკუწებისგან შემდგარი, გააზრების მომენტებით სავსე ცოცხალი პორტრეტების გალერეის მქონე წარმოდგენა მივიღეთ. თავისი "კვლავ მარცხი. კვლავ წარმატება” მიდგომით გალა ერთი თეატრიდან მეორეში ისევე გადადის, როგორც სარკე, რომელიც გზის კიდეს მიუყვება და ირეკლავს იმათ, ვინც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და იმასაც, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მათ.

 

ასისტენტი: მაქსიმ ქარვერსი
ადგილობრივი დადგმის ასისტენტები: კიარა გალერანი და ენრიკე ლოპესი
მონაწილეები: ქართველი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები
კოსტიუმები: შერჩეულია მოცეკვავეების მიერ
თანაპროდუქცია: Dance Umbrella (ლონდონი), Theater Works Singapore/72-13, Kunsten Festival des Arts (ბრიუსელი), Tanzquartier Wien, Nanterre-Amandiers Centre Dramatique National, Festival d'Automne à Paris, Theater Chur (ხური) და TAK Theater Liechtenstein (შაანი) – Tanz Plan Ost, Fondazione La Biennale di Venezia, Théâtre de la Ville (პარიზი), HAU Hebbel am Ufer (ბერლინი), BIT Teatergarasjen (ბერგენი), La Commune Centre dramatique national d’Aubervilliers, Tanzhaus nrw (დიუსელდორფი), House on Fire ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.
წარმოება: რ. ბ. ჟერომ ბელი (პარიზი)
სამხატვრო და კომპანიის განვითარების კონსულტანტი: რებეკა ლი
წარმოების მენეჯერი: სანდრო გრანდო
მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში: ჟილ გენტნერი
ვებგვერდი: www.jeromebel.fr

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და www.biletebi.ge-ზე

 

პროექტის დაფინანსებულია სამხრეთკავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ.
ფესტივალის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

ფესტივალის პარტნიორია ნ. დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.