თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში
ვერტიგო 20
ფოტო: Gadi Dagon
ფოტო: Gadi Dagon

ვერტიგო 20

ქორეოგრაფი: ნოა ვერტჰაიმი

13 ივნისი, 19:00 სთ. 

რუსთაველის თეატრის დიდი სცენა


ვერტიგოს დასის და ფონდის „Fondazione Compania dei Festival – Teatro Festival Italia-ს“ კოპროდუქცია.
მოცეკვავეები და თანაშემქმნელები: ნიცან მარგალიოტი, შანი ლიხტი, ეტაი პერი, სიან ოლესი, თამარ ლი ბარ-ლევი, ნიცან მოშე, რონ კოენი, დანიელ კოსტა, ტაი ჩენი, სანდორ პეტროვიჩი, მარია სლავეცი.


მუსიკა: რან ბანიო; განათება: დანი ფიშოფი - Magneta; დეკორაციები: იგალ გინი; კოსტუმების დიზაინი და სცენოგრაფია: რაკეფეტ ლევი - თეატრალური დიზაინის სკოლა; კოსტუმები: როზი ქანაანი; კინემატოგრაფია: ელად დები, პლამენ ჟელიაზკოვი; მონტაჟი: ორენ მანსურა.

 

ქორეოგრაფის ნოა ვერტჰაიმის ეს ახალი დადგმა ვერტიგოს 20 წლის მოღვაწეობას აერთიანებს - მისი დაარსებიდან დღემდე.
ახალ სპექტაკლში ნოა თავისავე გაკვალულ გზაზე დადის, თითქოს დროის საიდუმლოს ხელახლა ამოხსნას ცდილობს. კერძოსა და საჯაროს შორის კავშირის რღვევის ფონზე ის რეალურიდან სიურრეალურში, ინტიმურიდან თეატრალურში, ხელშეუხებლიდან ხელშესახებში გადადის.
„ვერტიგო 20“-ის უნიკალური სხეულის ენა თავისი იუმორითა და თითქმის შეუმჩნეველი სევდით გრანდიოზულ რიტუალურ დადგმას გვთავაზობს.

ხანგრძლივობა: 55 წუთი, ისრაელი, 2015 წ.